კახეთი
ბევრი ვიფიქრე თუ
რა თემაზე გამეკეთებინა ბლოგი.ფანტაზიას მოვუხმე და ყველგან ვიმოგზაურე,მაგრამ ჩემს მშობლიურ
მხარეზე უკეთესი ვერსად ვერაფერი ვერ ვნახე.ამიტომ გადავწყვიტე ჩემს კუთხეზე,კახეთზე
მესაუბრა..რატომ მაინცდამაინც კახეთი?პირველ რიგში იმიტომ,რომ მომინდა თქვენთვისაც
დამენახებინა თუ როგორი ლამაზი და მრავლის მთქმელი კუთხის შვილი ვარ,იქნება ეს ისტორია,კულტურული
ძეგლები,ბუნება,ტრადიციები თუ სხვა..თქვენც რომ იცოდეთ რა ლამაზია კახეთი,რა ლამაზია
რიგში ჩამწკრივებული ძველი სახლები და მათ წინ ხეხილით სავე,მწვანედ აბიბინებული ეზოები
და ულამაზესი ბუნება,სადაც ყველას უხარია სიცოცხლე და ყველა მხიარულობს,იქ წასვლას
და ამ სილამაზის ნახვას თქვენც ისურვებდით...კახეთი ყველაზე ლამაზად გაზაფხულსა და
შემოდგომაზე იმზირება...
გაზაფხულზე იმიტომ,რომ
ადამიანის მიძინებული გრძნობების აშლა ზამთრის შემდეგ ყველაზე კარგად გაზაფხულს შეძლია...ბუნებაც
ყველაზე ლამაზი ხომ სწორედ გაზაფხულობითაა..ძალიან მიყვარს ბუნებაში სეირნობა,კახეთი
კი განებივრებულია ულამაზესი ბუნებით...გაზაფხულობით ბუნებაში სეირნობას კი არაფერი
სჯობს...ტყეში შესვლისთანავე თავს განებებს აუტანელი
სიცხე ,მიიწევ წინ ვიწრო ბილიკებით და რაც უფრო ღრმად შედიხარ მით უფრო მეტად გრძნობ
ტყის სურნელს..თითქოს ფოთლებიც უმატებს შრიალს და გარემო უფრო იდუმალი ხდება..აღარ
გავაგრძელებ ამაზე საუბარს,რადგან თუ ეს საკუთარი თვალით არ ნახე აზრი არ აქვს მასზე
საუბარს...
კლიმატისა
და წარმოებული ღვინის ტიპების მიხედვით კახეთი იყოფა ორ მაკრო და ოცდახუთ მიკრო
ზონებად. ნაფარეული, ქინძმარაული, ყვარელი, გურჯაანი, მუკუზანი, ახაშენი, კარდანახი,
მანავი - ეს მხოლოდ რამდენიმეა კახური ღვინის სახეობებიდან.
აქვე მოგაწვდით ლინკს,სადაც უფრო ვრცლადაა საუბარი კახურ ღვინოსა თუ ყურძნის ჯიშებზე და თან არის დართული კახეთის რუკა...http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=141
აქვე მოგაწვდით ლინკს,სადაც უფრო ვრცლადაა საუბარი კახურ ღვინოსა თუ ყურძნის ჯიშებზე და თან არის დართული კახეთის რუკა...http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=141
No comments:
Post a Comment